მუცლის ღრუდან სითხის ამოღება არის პროცედურა, რომელიც ტარდება მაშინ, როცა მუცლის ღრუში გროვდება სითხე და პაციენტს უჩნდება დისკომფორტი, შებერილობა ან სუნთქვის გაძნელება. თანამედროვე მედიცინაში ეს პროცედურა კეთდება ულტრაბგერითი კონტროლით, რაც უზრუნველყოფს პროცედურის მაქსიმალურ უსაფრთხოებას.
რა ნიშნავს მუცლის ღრუდან სითხის ამოღება?
მუცლის ღრუდან სითხის ამოღება, იგივე ლაპაროცენტეზი, გახლავთ ინვაზიური პროცედურა, რომელიც გულისხმობს სპეციალური ნემსის მეშვეობით მუცლის ღრუში დაგროვილი სითხის ამოღებას. პროცედურა გამოიყენება როგორც პაციენტის მდგომარეობის შესამსუბუქებლად, ასევე დიაგნოსტიკისთვის.
პროცედურ ტარდება ულტრაბგერითი კონტროლით, რაც შეესაბამება თანამედროვე სამედიცინო სტანდარტებს და პაციენტისთვის არის ყველაზე უსაფრთხო არჩევანი.
✔ მინიმალური გართულებების რისკი
✔ უმტკივნეულო პროცედურა (ადგილობრივი ანესთეზია)
✔ სწრაფი შვება – შედეგი იგრძნობა დაუყოვნებლივ
✔ უსაფრთხოა მძიმე პაციენტებისთვისაც
✔ არ საჭიროებს ხანგრძლივ ჰოსპიტალიზაციას
რატომ არის მუცლიდან სითხის ამოღება ულტრაბგერითი კონტროლით უსაფრთხო?
ექოსკოპიის გარეშე ჩატარებულმა პროცედურამ შეიძლება გამოიწვიოს გართულებები, ულტრაბგერითი კონტროლი კი ექიმს აძლევს სრული ვიზუალური კონტროლის საშუალებას.
ექოსკოპიის დახმარებით:
§ ზუსტად განისაზღვრება სად არის სითხე
§ კონტროლდება სისხლძარღვების მდებარეობა
§ ხდება ნაწლავის დაზიანების თავიდან აცილება
§ შედეგად, მუცლიდან სითხის ამოღება ხდება მიზანმიმართული და უსაფრთხო.
როდის არის საჭირო მუცლიდან სითხის ამოღება?
§ მუცლის ძლიერი შებერილობისას
§ ასციტის დროს
§ სუნთქვის გაძნელების შემთხვევაში
§ დიაგნოზის დასაზუსტებლად
რა არის ნიპაჰის ვირუსი და როგორ ვრცელდება იგი? ნიპაჰის ვირუსი მედიცინისთვის შ...
მეტის წაკითხვა
+(995) 032 2 111 500
თბილისი, ი. პეტრიწის #2
info@geo-medi.ge